არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


რუსთავი-ჯეოსთილი

2018 წლის სექტემბრის თვეში ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების’’ და ,,სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრი CCED’’ -ის ორგანიზებით შედგა შეხვედრა რუსთავის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფსა და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებს“ შორის. შეხვედრაზე განიხილეს რუსთავში მდებარე შ.პ.ს. ,,ჯეოსთილის’’ , მეტალურგიული საწარმოს გარემოზე მავნე ზემოქმედების საკითხი. საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, საწარმოდან სისტემატურად ხდება მავნე აირებისა და მტვრის გაფრქვევა, რის გამოც ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია, იქმნება მოსახლეობის ჯანმრთელობის საფრთხე, მიუხედავად საწარმოს რამოდენიმეჯერ დაჯარიმებისა, იგი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას წესების დარღვევით, მოსახლეობა ითხოვს დახმარებას და შუამდგომლობას შემდგომი რეაგირების მიზნით. 18 ოქტომბერს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებმა’’ გააგზავნეს წერილები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან , ლევან დავითაშვილთან, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურთან, საგადასახადო სამსახურთა, შ.პ.ს. ;;ჯეოსთილის“ ადმინისტრაციასთან , სადაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოთხოვილი იყო ინფორმაცია გარემოს დაცვის ინსპექტირების შესახებ, აქტები, ოქმები და სხვა, შ.პ.ს. ;;ჯეოსთილის“ მიერ მოწოდებული თვითმონიტორინგის ანგარიში , გარემოს დაცვის აუდიტის შედეგები , გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის შესწავლის მასალები, შ.პ.ს. ,,ჯეოსთილზე’’ განხორციელებული ყველა საჯარიმო სანქციის დოკუმენტაცია და ტექნიკური რეგლამენტები , ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის პროექტი, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. შ.პ.ს. ;;ჯეოსთილის“ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა, ასევე აქტიურად განიხილება გარემოსდაცვის კომიტეტის სხდომებზე აღნშნული საწარმოს ქმედებების რეგულირების საკითხები.

PDF
რუსთავი-ჯეოსთილი