არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


ზაჰესის კომბინატი

2018 წელს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებში’’ მოვიდა ქ. თბილისის ზაჰესის მოსახლეობის წერილი, სადაც აღნიშნული იყო , რომ ზაჰესში ამოქმედდა საეჭვო ტიპის კომბინატი, რომელიც მხოლოდ ღამე მუშაობს და გამოაფრქვევს ქიმიურ ნივთიერებებს, მოსახლეობა ითხოვს გამორკვევას, თუ რა ტიპის საწარმო ამოქმედდა და რატომ დგება ქიმიური ნივთიერებების სუნი.: ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ‘’ მიერ , გარემოსდაცვის ინსპექტირების სამსახურში განხორციელდა სატელეფონო შეტყობინება აღნშნული საქარმოს შესახებ. ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ‘’ შეტყობინების საფუძველზე გარემოსდაცვის ინსპექციამ განახორციელა საწარმოს შემოწმება, საწარმოს დაეკისრა ჯარიმა და მიეცა მითითებები.

PDF
ზაჰესის კომბინატი