არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


დადიანის ქუჩაზე ხეების მოჭრა

7 მაისს, 2019 წელს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებს’’ დაუკავშირდნენ ცოტნე დადიანის N150 მცხოვრები მოქალაქეები, ამავე ქუჩაზე 2 ჯანსაღი ხის მოჭრასთან დაკავშირებით.მოსახლეობის განმარტებით ხეები საკმაოდ ჯანსაღი იყო. 8 მაისს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების’’ წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო მოჭრილი ხეების ნიმუშებს, ასევე გაიგზავნა წერილი თბილისის მერთან კახი კალაძესთან , სადაც იყო მოთხოვნა ინფორმაციის მოწოდების თაობა, თუ რომელი ნებართვის საფუძველზე მოხდა ჯანსაღი ხეების მოჭრა. ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრებს’’ დაუკავშირდა სატყეო სააგენტო , მათ აცნობეს, რომ დადიანზე მიმდინარეობდა გეგმიური ჭრა, რომელიც დაავადებული ხეების ამოღებას ემსახურებოდა, სხვა , ჯანსაღი ხეების დაცვის მიზნით.

PDF
დადიანის ქუჩაზე ხეების მოჭრა