არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


ლენტეხი, ზემო სვანეთის რეგიონი

ლენტეხის მერის თხოვნით პროექტის ჯგუფი (RICDOG) ლენტეხში გაემგზავრა. მერის თხოვნა იყო მოგვეხდინა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და რადიკალურად გაწყობილი მოსახლეობის შეხვედრა. ზემო სვანეთის მოსახლეობა ხელედულა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. მათი მოთხოვნა იყო შეწყვეტილიყო მშენებლობა. პროტესტი უფრო მეტად გაძლიერდა, რაც ინვესტორმა მშენებლობის მოედანთან მისასვლელი გზის გასაკეთებლად ტექნიკის მობილიზება რეგიონში დაიწყო და ამისათვის მას ხელუხლებელი ტყე უნდა გაეჩეხა, რაზედაც ნებართვა ჰქონდა შესაბამისი უწყებიდან. მოსახლეობა ითხოვდა ტექნიკის უკან გაბრუნებას და სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. რეგიონში მრავალრიცხოვანი მოსახლეობა მობილიზებული იყო ორ ადგილას. 1. ქალაქი ლენტეხის შესასვლელთან და ქალაქ ცაგერში, სადაც ტექნიკა იყო შეჩერებული და მოსახლეობამ შიმშილობა გამოაცხადა. ჩვენ მოვახერხეთ გასაუბრება ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან. გადაწყდა რომ შეხვედრა შედგეს, მას ესწრებოდა ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები. ასევე მას ესწრებოდა 30 მდე ადგილობრივი (მიტინგში მონაწილე) მოსახლეობა. ჩვენ აღნიშნულ შეხვედრას გავუწიეთ ფასილიტირება. შეხვედრა დასრულდა შემდეგი შედეგით: 1. მოსახლეობამ გაიგო რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მათი მოთხოვნები სცილდება და აგრესია მათ მიმართ ნაკლები უნდა იყოს. 2. მოსახლეობამ გააჟღერა რა შემთხვევაში მოხდებოდა სიტუაციის დეესკალაცია. 3. ჩვენ და მოსახლეობა შევთანხმდით რომ განარიდებდნენ არასრულწლოვნებს საპროტესტო აქციას, რადგან ბავშვები იდგნენ პოლიციის კორდონსა და მოსახლეობას შორის. გარეთ გამოსულებს არცერთი ბავშვი აღარ დაგხვდა. 4. ჩვენ და მოსახლეობა შევთანხდით, რომ ისინი აღარ გააკეთებდნენ ჰომოფობიურ განცხადებებს და არანაირ მოქმედებას ლენტეხის სასტუმროში მყოფი თურქი მუშების მიმართ არ გადადგმადნენ. 5. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელთანაც მოსახლეობა დათანხმდა, რომ პროცესს მიეღო სამართლებრივი ფორმა და სასამართლოში მოეხდინათ საკუთარი უფლებების დაცვა. მოსახლეობა დათანხმდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე თვის შემდეგ მოსახლეობის სასარგებლოდ დასრულდა. შედეგი: 1. მოხდა 5 დღიანი მწვავე კონფლიქტის დეესკალაცია. 2. მოხდა კონფლიქტის სამართლებრივ ფორმატში გადაყვანა. 3. მოხდა ბავშვების უფლებების დაცვა და მათვის საფრთხის აცილება. 4. მოხდა ფობიური განცხადებების დაშოშმინება და თურქი მუშების უსაფრთხოების უზურნველყოფა.

PDF
ლენტეხი, ზემო სვანეთის რეგიონი