არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმი

ცაგერის შესასვლელთან, სადაც ხელედულა ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკა იყო გაჩერებული, 5 -მა ადამიანმა შიმშილობა გამართა. როდესაც RICDOG ჩაერთო პროცესში, შიმშილობის მე-5 დღე იყო. მოსახლეობა ლენტეხიდან ცაგერში ჩამოვიდა. ჩვენ მოვახერხეთ მათი ცაგერის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრის უზრუნველყოფა. ლენტეხის მოსახლეობა ითხოვდა, რომ ცაგერის მერმა უზურნველყოს ინვესტორის ტექნიკის ქუთაისში გაბრუნება. საუბარში მოსახლეობამ გაარკვია, რომ აღნიშნული რამ არ წარმოადგენს ცაგერის მერის კომპეტენციას და ტექნიკა კერძო მეწარმის კუთვნილ ტერიტორიაზე არის განთავსებული. მერი დაპირდა მოსახლეობას, რომ სთხოვდა მიწის მესაკუთრეს რომ შეხვდეს მოსახლეობას და მოისმინოს მათი თხოვნა. შეხვედრის შემდეგ ყველა წავედით მოშიმშილეებთან. მიწის მესაკუთრე მალე მოვიდა და ჰკითხა ადამიანებს თუ რაში მდგომარეობს მათი თხოვნა. მოსახლეობამ ვერ შეძლო ზუსტად აეხსნა ბიზნესმენისთვის თუ რა სურდა. სიტუაცია კვლავ დაიძაბა, გაისმა ბიზნესმენის მიმართ მუქარის სიტყვები. ჩვენ კვლავ ჩავერთეთ სიტუაციაში. ვთხოვეთ მოშიმშილეებს წარმოედგინათ ბიზნესმენთან სასაუბროდ მხოლოდ ერთი უფლებამოსილი ადამიანი. ისინი დასთანხმდნენ. ჩვენ გავუწიეთ ფასილიტაცია ამ პროცესს და საბოლოოდ შევთანხმდით შემდეგზე: 1. ბიზნესმენი გამოხატავდა კეთილ ნებას და უარს ეტყოდა ინვესტორს მისი ტექნიკის მის კუთვნილ მიწაზე გაჩერებაზე. 2. ადგილობრივი თვითმმართველობა უშუამდგომლებდა მოსახლეობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შიმშილობის შეწყვეტის სანაცვლოდ ცენტრალური ხელისუფლებისა და ინვესტორთან შეხვედრას სთხოვდა მათ. 3. ტექნიკა დატოვებდა ცაგერს და დაბრუნდებოდა ქუთაისში. შედეგად: 1. ყველა ეს პირობა მოსახლეობას შეუსრულდა. 2. მეორე დღეს მოსახლეობამ შეწყვიტა შიმშილობა. 3. ტექნიკა გადაყვანილი იქნა ქუთაისში და სამშენებლო სამუშაოები შეწყდა. 4. ჩატარდა 2 შეხვედრა ცენტრალურ ხელისუფლებას, ინვესტორსა და მოსახლეობას შორის. აღნიშნული პროცესი დღემდე მიმდინარეობს. მოსახლეობამ ისწავლა პროცესის სამართლებრივ ჭრილში წარმართვა. მოსახლეობამ ისწავლა თუ როგორ ჩამოაყალიბოს მკაფიო მოთხოვნები გარემოზე ზემოქმედების კანონის ფარგლებში. - მათ დაწერეს პეტიციები, გამოითხოვეს ინფორმაციები და კარგად იციან საჯარო განხილვების პროცედურები.

PDF
ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმი