არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


ქალაქი ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი

გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობა, ქლინ ენერჯი გრუპის (ნამოხვან ჰესის მშენებელი კომპანია) და მოსახლეობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე კომპანიამ წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია და გეოლოგიის და სხვა კვლევები. აღნიშნულმა განხილვებმა მღელვარება გამოიწვია დამსწრე მოსახლეობაში, რადგან რიგი კვლევები ბოლომდე ვერ პასუხობდა მოსახლეობის შიშებს. კერძოდ, მოსახლეობა ითხოვდა პასუხს კასტრული მღვიმეების მხრივ დატბორვის შედეგად რა მდგომარეობა იქნებოდა; ასევე როგორ არის გათვლილი ნატანის დაგროვების პროცესი, სეისმოლოგიური პროგნოზები როგორ აქვთ გამოკვლეული და კომპენსაციის საკითხები როგორ აქვთ დარეგულირებული. ყველაზე მეტი აგრესია მოსახლეობიდან კომპანიის კომუნიკაციის პროცესებმა გამოიწვია, რამაც მოსახლეობის აზრით დააპირისპირა ერთმანეთს მოსახლეობა. კომპანიამ საკუთარი კომუნიკაციის დოკუმენტის საფუძველზე შექმნა სამოქალაქო საბჭოები, რომელთა წევრებს ეკრძალებოდათ საბჭოზე განხილული საკითხების გასაჯაროება. აღნიშნულმა აკრძალვამ უნდობლობის დონე გაზარდა. პროექტის გუნდმა მოახერხე მოსახლეობის აგრესიის შეჩერება და ჩვენ (RICDOG) გავუწიეთ რეკომენდაცია კომპანიას, რომ გადაეხადეთ საკუთარი კომუნიკაციის სტრატეგიული დოკუმენტისთვის და შეეცვალათ იგი. სამწუხაროდ კომპანიამ აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. აღნიშნული არასწორი კომუნიკაციის გამო, კომპანია ქლინ ენერჯი გრუპმა გაყიდა ნამოხვან ჰესის პროექტი და დატოვა პროცესი.

PDF
ქალაქი ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი