არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი მანავი

3 ივნისს, 2019 წელს ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებში" მოვიდა წერილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის მოსახლეობისგან, სადაც გვატყობინებდნენ , რომ სოფელ მანავში , სკოლიდან დაახლოებით 100 მეტრში , კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში მოქალაქეს აქვს ე.წ. ,,სანახშირე“, მოსახლეობის აზრით , აღნიშნულ პიროვნებას , ამ სანახშირის ფლობაზე ნებართვა არ აქვს, მისი ფუნქციონირების შედეგად იქმნება მოსახლეობის და ოთხასამდე სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის საფრთხე. 9 ივნისს ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების’’ მიერ გაგზავნილი იქნა წერილები : საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან იური ნოზაძესთან , მოსახლეობის წერილის დანართით , შესაბამისი რეაგირების თხოვნით , ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ალვერდ ჩანქსელიანს ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით შეშის დაწვის შედეგად წარმოქმნილი ნაცრის რეგულაციებთან დაკავშირებით. 11 ივნისს, მივიღეთ წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილის მიერ, სადაც განმარტებულია , რომ ნარჩენების მართვის კოდექსის მე-2 მუხლი არეგულირებს ნებისმიერი სახის ნარჩენების მართვას, ხოლო კონკრეტულად შეშის დაწვის შედეგად წარმოქმნილი ნაცრის რეგულირების შესახებ ცალკე საკანონმდებლო ნორმატიული აქტი არ არსებობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, აღნიშნული საქმის გათვალისწინებით შეიმუშავა ნორმატიული აქტი, კონკრეტულად შეშის დაწვის შედეგად წარმოქნილი ნარჩენების მართვის შესახებ , რის საფუძველზეც პიროვნებას, რომელიც ახდენდა გარემოს დაბინძურებას , დაუწესდა გონივრული ვადა საწარმოს მუშაობის შეზღუდვაზე, ახალი ნორმატიული აქტის საფუძველზე დადგინდა საჯარომო სანქციებიც.

PDF
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი მანავი