არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


ჭალის ტყეები, კახეთი

28 აგვისტოს, 2019 წელს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ კახეთის რეგიონალური კოორდინატორის , ნუგზარ გაბუნიას და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემოვიდა შეტყობინება კახეთში, ყვარელი-ლაგოდეხის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი ხიდიდან პირველ ჩასახვევში, ჭიაურის ტყის და ჭალის ტყის ტოტალური გაჩეხვების შესახებ. გამოგზავნილი იქნა გაჩეხილი ხეების ფოტო-ფაქტები. ჭალის ტყეები დიდ გავლენას ახდენენ მიმდებარე ტერიტორიების მიკროკლიმატზე , გააჩნიათ სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა , დაცვითი ფუნქცია მდინარის ნაპირების ჩამორეცხვისგან , გააჩნიათ წყალმარეგულირებელი ფუნქცია ,წყალდამცველობა, წყალწარმოქმნა და წყლის აორთქლების შემცირება და სხვა. 29 აგვისტოს, ,,საქართველოს მწავნეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ გაემგზავრნენ კახეთში რათა ადგილზე შეესწავლათ და გაცნობოდნენ შექმნილ მდგომარეობას.10 სექტემბერს გაიგზავნა წერილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან, ფოტო მასალებით, შესაბამისი დასკვნებით და მოთხოვნებით :ადგილზე შეისწავლოს სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ფაქტი, შეიქმანს სპეციალური კომისია ჭალის ტყეების დაცვისა და აღდგენის მიზნით სპეციალური დადგენილების მისაღებად, მოკვლეული მასალები გასაჯაროვდეს და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული მასალები გადაეგზავნოს სამართალდამცავ ორგანოებს.4 ნოემბერს ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებში’’ მოვიდა წერილზე მინისტრის მოადგილე იური ნოზაძის პასუხი ,სადაც აღნიშნული იყო , რომ 2015-2016 წლებში შემოწმებით გამოვლინდა ლაგოდეხის სატყეო უბნის აფენისა და ალაზნის სატყეოებში უკანონოდ მოჭრილი 9 448,48 მ3 ხე-ტყე , გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 2 654 693,82 ლარი , რაც განეკუთვნება მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას.შემოწმების მასალები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ შემდგომი რეაგირების გატარების მიზნით საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში. 2017 წელს, უკანონოდ მოჭრილი იქნა 205 ძირი ხე , გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 27 159,85 ლარი. რაც ასევე განეკუთვნება მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას, ამიტომ შესაბამისი რეაგირების მზინით მასალები გადაეგზავნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოს. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა ხე-ტყის უკანონოდ დამზადების და ტრანსპორტირების დაახლოებით 150 მდე ფაქტი, მასალები აგრეთვე გადაიგზავნა შესაბამის ორგანოებში. 6 ნოემბერს, გაიმართა შეხვედრა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებსა’’ და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის, სადაც იური ნოზაძესთან ერთად , განიხილეს საკითხი სამომავლოდ სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ , რომელიც გაჩეხილი ტყის აღდგენის მიზანს ითვალისწინებდა.

PDF
ჭალის ტყეები, კახეთი