არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


შატილის დაცული ტერიტორიები

5 აგვისტოს, 2019 წელს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებს” მომართა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის მოსახლეობამ, საკონტაქტო პირი კობა ჭინჭარაული, თხოვნით, რომ მიგვეწოდებინა ზუსტი ინფორმაცია ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ეროვნული პარკის პერიმეტრის შიგნით მრავალმხრივი გამოყენების ზონაში სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით, რადგან მოსახლეობა ვერ ახერხებდა საკარმიდამო ნაკვეთების რეგისტრაციაში გატარებას პირად საკუთრებაში, აგრეთვე მათი ინფორმაციით , დაცული ტერიტორიების შექმნამ შეუზღუდა საძოვრების მოხმარება. 7 აგვისტოს ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ მიერ გაიგზავნა წერილები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს , ზურაბ სეხნიაშვილს , დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ინაშვილს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძეს , საქართველოს განათლების , მეცნიერების , კულტურის და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს , სოფელ შატილის განვითარების გეგმის და ყველა არსებული ინფორმაციის მოწოდების თხოვნით შატილზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე. 20 აგვისტოს, მივიღეთ წერილები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან , მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის მიერ, რომელიც გვატყობინებდა, რომ ამ ეტაპისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შატილისთვის განვითარების გეგმის შემუშავება არ იყო დაგეგმილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის , გიორგი ინაშვილის მიერ,დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, ვაჟა ჭინჭარაულის თანდართული წერილით, სადაც განმარტებული იყო , რომ სოფელი შატილი, მასში შემავალი არქიტექტურული კომპლექსი და სოფლის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ამორიცხულია ეროვნული პარკის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ტერიტორიებიდან. იგი მიეკუთვნება პარკის მიმდებარე და კულტურული მემკვიდრეობის ზონას. ასევე ს.ს.ი.პ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პასუხს, სადაც განმარტებული იყო, რომ საქართველოს კანონი ,,ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ’’ მუხლი 4 , პუნქტი 6-ის ,,ა’’ ქვეპუნქტით ირკვევა, რომ ეს მუხლი არეგულირებს და განსაზღვრავს ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას (დამხმარე ზონას) , რომელიც მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის პერიმეტრის შიგნით არსებულ დასახლებულ პუნქტებს, მათ შორის სოფელ შატილს. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, მოსახლეობამ მოახერხა რეგისტრაციაში გაეტარებინა საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე შეუზღუდავად გამოეყენებინათ დაცული ტერიტორიების საძოვრები.

PDF
შატილის დაცული ტერიტორიები