არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


აჭარის მყარი ნარჩენების პოლიგონი

25 აგვისტოს, 2019 წელს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებში’’ განხორციელდა სატელეფონო ზარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩოლოქი, სოფელი ცეცხლაურის მოსახლეობის სახელით , საკონტაქტო პირი ნოდარ ბერიძე , რომ აღნიშნულ სოფელში მიმდინარეობდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობა. მოსახლეობის აზრით, ამავე ობიექტის ექსპულატაციისას, გაბატონებული ქარის მიმართულების გამო, მოსალოდნელი იქნებოდა ადამიანთა ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ნეგატიური ზემოქმედება , აგრეთვე ისინი აღშფოთებული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი მოხელის ბიუროკრატიული დამოკიდებულებით. მოსახლეობის მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უნდა შექმნას მეცნიერ-ექსპერტთა კომისია, რომელიც დეტალურად შეაფასებს , როგორი ზეგავლენის მოხდენა შეეძლება გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთის ქარს პოლიგონის ექსპულატაციისას. 26 აგვისტოს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ’’ მიერ გაგზავნილ იქნა წერილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის , თორნიკე რიჟვაძის მიმართ, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მოსახლეობის საჩივარი და ორგანიზაციის სოლიდარობა. 18 სექტემბერს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებში“ მოვიდა წერილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატიდან, მინისტი ჯაბა ფუტკარაძის მიერ, სადაც აღნიშნული იყო, შ.პ.ს. ,,აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის, სოფიო ანანიძის მისამართით ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ წერილის გადაგზავნის შესახებ, შემდგომი რეაგირების მიზნით. 28 ოქტომბერს, ნოდარ ბერიძე პროტესტის გამოხატვის მიზნით ველოსიპედით ჩამოვიდა თბილისში და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ წევრებთან ერთად სახელმწიფო კანცელარიასთან გააპროტესტა ნარჩენების პოლიგონის მშენებლობა.

PDF
აჭარის მყარი ნარჩენების პოლიგონი