არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


"ართანა ლოპოტა" ჰესი

18 აგვისტოს, 2019 წელს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრებში’’ მოგვმართა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ, საკონტაქტო პირი მანანა საღლიანი, მდინარე ლოპოტაზე მშენებარე 5.9 მგვტ დადგმული სიმძლავრის ლოპოტა 1 ჰესის მშენებლობის და ექსპულატაციის პროექტთან დაკავშირებით.მათი განმარტებით,კომპანიის (,,გამა კონსტალტინგი“) მიერ წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ვერ იძლევა სიღრმისეულ ანალიზისა და სათანადო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. 19 აგვისტოს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ მიერ , გაგზავნილი იქნა წერილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან , მოსახლეობის მოთხოვნით, სადაც აღნიშნული იყო , რომ გადმოეგზავნათ შესაბამისი დოკუმენტაცია , რომელიც შეეხებოდა ტყის ფონდის მიწაზე დაგეგმილი საქმიანობის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების დოკუმენტის ასლებს, მდინარის ყოველდღიური ხარჯების კვარტალურ მონაცემებს , შემარბილებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, მეწყრული უბნების შემარბილებელი ღონისძიებების გეგმას, ექსპერტების დასკვნებს წყალდიდობების პირობებში სადაწნეო მილსადენის დაცვის მდგრადობის შესახებ, გზის გაფართოების დეტალურ გეგმას, ღვარცოფული პროცესების სიღრმეების შესახებ ინფორმაცია, წყლის ბიომრავალფეროვნების უსაფრთხო გარემოსთვის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების ჩამონათვალს, ხიდების დეტალურ პროექტებს, სკრინინგის განცხადებას და კრიტერიუმებს , სამინისტროსთან შეთანხმებული ინფორმაცია ,,წითელი ნუსხით’’ დაცული სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ, ფაუნის კვლევის შედეგების ფოტომასალა, ასევე სამინისტროსთან შეთანხმებით ლაფანის კორომის აღდგენის დეტალური გეგმა. ბურღვა-აფეთქების შედეგად საკომპენსაციო ღონისძიებების შესახებ, ცხოველებზე ზემოქმედების თავიდან აცილების გეგმაზე, და ასევე ნარჩენების მართვის გეგმა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ტექნიკური ანგარიში და ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ ნივთიერებათა ნორმების პროექტი.

PDF
"ართანა ლოპოტა" ჰესი