არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე
ENSURING PARTICIPATORY DECISION MAKING PROCESSES AT REGIONAL AND NATIONAL LEVELS BY EMPOWERING NGOs/CSOs


Watchdog


სურამის მეწყრული პროცესები

4 აპრილს, 2018 წელს, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებში’’ შემოვიდა წერილი ხაშურის რაიონის დაბა სურამი, სოფელ ბაიანთხევის მოსახლეობისგან, საკონტაქტო პირი - გოგა ბერიძე. წერილში აღწერილი იყო ბაიანთხევის ფერდობის სავალალო მდგომარეობა, რომელიც დამეწყვრის საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. მათი ინფორმაციით, არის საშიშროება, რომ ზინდისის ფერდობის მოპირდაპირე მხარეს, ბაიანთხევის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე, სასტუმროს 4 სართულიანი შენობისათვის დიდი მოცულობის გრუნტის სამუშაოების ჩატარების შედეგად დაირღვეს ფერდობის მდგრადობა, მოსალოდნელია წარმოიქმნას ახალი მეწყრული კერა, ამჯერად ბაიანთხევის მხარეს, 26 მაისის ქუჩის გაყოლებაზე, რასაც შეიძლება მოყვეს თიხა-თიხნაროვანი გრუნტის მოცურება ახალ მეწყრულ კონტურში. მოსახლეობის მოთხოვნით მეწყრული სხეულის მთელ სივრცეში და მის მიმდებარედ უნდა ჩატარდეს გარემოს დაცვის საბაზისო მონაცემების დეტალური კვლევები, უნდა აიკრძალოს საყოფაცხოვრებო და სამშენებლო საქმიანობა, რათა გამოირიცხოს გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების გაუარესება, რაც საშიშროებას შეუქმნის 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებს და საკარმიდამო ნაკვეთებს. საქმის ადგილზე შესწავლის მიზნით ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები’’ ჩავიდნენ დაბა სურამში და გაეცნენ მდგომარეობას. მოსახლეობის წერილი გაეგზავნა საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს. 2018 წლის აპრილის თვეში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიური ჯგუფი მივლინებულ იქნა გეოლოგიური პროცესების შესაფასებლად.მათ დაადგინეს, რომ ფერდობის ჩამოჭრის ან ხეების გაჩეხვის შემთხვევაში იზრდება საშიში გეოლოგიური პროცესების ჩამოყალიბების რისკი, რადგან ამ დროს ძლიერ ეცემა ფერდობის მდგრადობის ხარისხი და ზედაპირული წყლების ჩაჟონვების შემდეგ თიხა-თიხნაროვანი გრუნტები ამჟღავნებენ მეწყრული და ეროზიული პროცესებისადმი ,,დამყოლ’’ ხასიათს, ამიტომ მშენებლობის წარმოებისას მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ხეების მოჭრა და ფერდობების ჩამოჭრა.

PDF
სურამის მეწყრული პროცესები